20 დეკემბერი, სამშაბათი
ღამით დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ, დღისით კი უმეტეს რაიონში თოვლის სახით ნალექია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოშიც მცირე თოვლი და ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს.
დასავლეთ საქართველოში ბარში ღამით მინუს 3 პლუს 2, დღისით მინუს 2 პლუს 3 გრადუსი იქნება. მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია მინუს 17-12 გრადუსი, დღისით კი მინუს 9-4.
აღმოსავლეთ საქართველოში ბარში ღამით მოსალოდნელია მინუს 8-3 გრადუსი, ზოგან ტემპერატურა მინუს 14 გრადუსამდე შიძლება დაეცეს, დღისით მინუს 4 პლუს 1 გრადუსი იქნება. მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია მინუს 18-13 გრადუსი, ზოგან მინუს 24 გრადუსი, დღისით კი მინუს 10-5 გრადუსია მოსალოდნელი.
თბილისში ძირითადად უნალექო ამინდი და ცვალებადი მოღრუბლულობა იქნება. ღამით მინუს 6 გრადუსი იქნება, დღისით კი პლიუს 2 გრადუსი.
21 დეკემბერი, ოთხშბათი
ღამით დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია თოვლი და ცვალებადი მოღრუბლულობა. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს. აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ცვალებადი მოღრუბლულობა და სუსტი ქარი.
დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მინუს 3 პლუს 2, დღისით პლუს 3-8 გრადუსი იქნება. მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია მინუს 13-8 გრადუსი, დღისით კი მინუს 2 პლუს 3.
აღმოსავლეთ საქართველოში ბარში ღამით მოსალოდნელია მინუს 9-4 გრადუსი, დღისით 0 პლუს 5 გრადუსი იქნება. მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია მინუს 20-15 გრადუსი, დღისით კი მინუს 8-3 გრადუსი.
თბილისში ძირითადად უნალექო ამინდი და ცვალებადი მოღრუბლულობა იქნება. ღამით მინუს 5 გრადუსი იქნება, დღისით კი პლუს 4 გრადუსი.