საზღვაო პორტების გავლით შემოყვანილ ავტომობილებზე აქციზი 31 მარტიდან გაიზრდება

© photo: Sputnik / Igor Mikhalev / გადასვლა მედიაბანკშიავტომზიდი
ავტომზიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვეულებრივ ავტომობილებზე აქციზის გაზრდასთან ერთად მთავრობა იმავდროულად აუქმებს სააქციზო განაკვეთს ელექტროავტომობილების იმპორტზე და 60%-ით ამცირებს აქციზის განაკვეთს ჰიბრიდულ ავტომობილებზე.

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. სახმელეთო საზღვრის გავლით შემოტანილ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი 2017 წლის 1 იანვრიდან იზრდება, ხოლო 31 მარტიდან — პორტის გავლით შემოტანილ ავტომობილებზე, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურზე დაყრდნობით.

გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტმა საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესწორებები მიიღო, რომლებიც ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდასაც ითვალისწინებს. ამ შესწორებების მიღება განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა იმათთვის, ვინც უცხოეთში უკვე შეუკვეთა ავტომობილები და მათ ჩამოყვანას ელოდება.

მანქანები ღამის ქალაქში - Sputnik საქართველო
მძღოლები აქციზის გაზრდას აპროტესტებენ

„2017 წლის 1 იანვრიდან ავტომობილების იმპორტზე ახალი აქციზი სახმელეთო საზღვრიდან შემოტანილი იმპორტის მიმართ ამოქმედდება. რაც შეეხება საზღვაო საზღვრის გავლით შემოტანილი ავტომობილების იმპორტს, 31 მარტამდე მათზე ძველი ტარიფი იმოქმედებს“, — უთხრა სააგენტოს შემოსავლების სამსახურის თანამშრომელმა.

რაც შეეხება ავტომობილების იმპორტზე აქციზის გადასახადის რაოდენობას, საქართველოში ის განისაზღვრება ძრავის კუბატურისა და გამოშვების თარიღის შესაბამისად. 2017 წლის 1 იანვრიდან აქციზის განაკვეთი ძრავის მოცულობის ერთ კუბურ სანტიმეტრზე არსებული 20 თეთრის ნაცვლად 1,5 ლარი გახდება. ყველაზე ხარჯიანი იქნება ისეთი ავტომობილების იმპორტი, რომელთა გამოშვების მომენტიდან 14 წელზე მეტი გავიდა.

ჰიბრიდული ავტომანქანებისთვის, გამოშვების თარიღის მიუხედავად, აქციზის გადასახადი პირიქით — 60%-ით მცირდება. საქართველოში მარჯვენასაჭიანი მანქანის ჩამოყვანის შემთხვევაში 2017 წლის 1 იანვრიდან ასეთი მანქანებისთვის აქციზის განაკვეთი სტანდარტული განაკვეთის სამმაგი ოდენობით განისაზღვრება.

ყველა ახალი ამბავი
0