საქართველოს სამთო კურორტებზე უსაფრთხოებას „მოთხილამურე პატრული“ უზრუნველყოფს

გამოწერა
სამთო-სათხილამურო კურორტებზე უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით უსაფრთხოების სპეციალური ზომები მიიღეს.

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, გასული წლის მსგავსად, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე „მოთხილამურე პატრულის“ დახმარებით წესრიგსა და უსაფრთხოებას გააკონტროლებს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ამისთვის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 74-მა თანამშრომელმა პოლიციის აკადემიაში სპეციალური ტრენინგები გაიარა. ისინი გაეცნენ საქართველოს კანონმდებლობაში შესულ ახალ რეგულაციასაც, რომლის თანახმად, აკრძალულია სათხილამურო ტრასებზე თოვლმავლით ან მსგავსი ტიპის მოძრავი საშუალებით გადაადგილება.   

გუდაური - Sputnik საქართველო
შაბათს საქართველოში ერთროულად ოთხი სამთო-სათხილამურო კურორტი გაიხსნება

„საპატრულო პოლიციის თანამშრომლები პოლიციის აკადემიაში გადიან ტრენინგს იმ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ძალაში ამ წელს შევიდა და რომელთა საფუძველზეც „Ski პატრული“ საქართველოს ყველა სამთო კურორტზე შეასრულებს თავის მოვალეობას“, — განაცხადა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გოგა რაზმაძემ.

„მოთხილამურე პატრულთან“ ერთად სამთო კურორტებზე წესრიგს შსს-ს სხვა დანაყოფების წარმომადგენლებიც დაიცავენ.

საქართველოში „მოთხილამურე პატრული“ შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით პირველად 2016 წლის იანვარში გამოჩნდა. მაშინ პროექტი საპილოტე რეჟიმში ხორციელდებოდა.

პატრულის ამ დანაყოფის ფუნქციებში შედის სამთო-სათხილამურო კურორტზე საზოგადოებრივი წესრიგისა და დამსვენებელთა უსაფრთხოების დაცვა, ასევე ტრასებზე მოთხილამურეთა სისხლში ალკოჰოლის შემცველობის დადგენა.

სამთო–სათხილამურო ფორმის ტანსაცმლითა და სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი პატრული სათხილამურო გზებზე სხვადასხვა სახის შემთხვევების პრევენციას და დამსვენებელთა უსაფრთხოების მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს.

ყველა ახალი ამბავი
0