თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში დააკავეს თურქეთის მოქალაქე, რომელსაც ბრალად ედება ბათუმში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაში.
შსს-ს მონაცემებით, თურქეთის 25 წლის მოქალაქე იმ დროს დააკავეს, როდესაც მან 199 აბი „ექსტაზი“ 2400 ლარად გაყიდა. გარიგება მის დროებით საცხოვრებელ ბინაში შედგა.
პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 10 აბი „ექსტაზი“ და 3 აბი MDMA ამოიღო. ასევე, ნივთმტკიცებადაა ამოღებული ნარკოტიკის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა და 40 აბი „ექსტაზი“.
შსს აღნიშნავს, რომ თურქეთის მოქალაქე საქართველოში ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდა.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, მათი ანალოგებისა და პრეკურსორების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადატანა და გადაგზავნა“, რაც სასჯელის სახით 7-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

