თბილისში ანდრეი კარლოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართა

გამოწერა

"ქართულ-რუსული ახალგაზრდული კავშირის" წარმომადგენლებმა ტერაქტის შედეგად მოკლული რუსი ელჩის, ანდრეი კარლოვის ხსოვნას პატივი მიაგეს. იხილეთ Sputnik-ის ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობდა სამგლოვიარო აქცია შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციასთან.

"ქართულ-რუსული ახალგაზრდული კავშირის" წარმომადგენლები სამშაბათს გვიან ღამით მივიდნენ შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციასთან, სადაც შენობაზე თურქეთის რუსი ელჩის, ანდრეი კარლოვის პორტრეტი ჩამოკიდეს, დააწყვეს ყვავილები და დაანთეს სანთლები.

"ჩვენ მოვედით აქ, რათა თანაგრძნობა გამოვუცხადოთ მთელ რუსეთს ელჩი ანდრეი კარლოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე გვსურს სამძიმარი გამოვუცხადოთ დაღუპულის ოჯახს, მის ნათესავებსა და ახლობლებს. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ, როგორც სხვე ბევრი ქართველი, და ასევე მართლმადიდებლური სამყაროს წარმომადგენლები, მხარს ვუჭერთ ვლადიმერ პუტინს ტერორიზმთან ბრძოლაში", — Sputnik-თან საუბარში განაცხადა "ქართულ-რუსული ახალგაზრდული კავშირის" ხელმძღვანელმა ირაკლი ყიფიანმა.

კადრები რუსეთის ელჩის მკვლელობის ადგილიდან - Sputnik საქართველო
კადრები რუსეთის ელჩის მკვლელობის ადგილიდან
ახალგაზრდული კავშირის მეთაურმა მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთის ქმედებებს სირიაში და ვლადიმერ პუტინი "ქრისტიანულ სამყაროში საუკეთესო ლიდერად" მოიხსენია.

ყველა ახალი ამბავი
0