ანკარაში ფოტოგამოფენის გახსნაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა რუსეთის ელჩზე თურქეთში ანდრეი კარლოვზე. იხილეთ კადრები შემთხვევის ადგილიდან.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ელჩმა ჭრილობები საჯარო ღონისძიების მიმდინარეობისას მიიღო. ის მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. რუსეთის საგარეოპოლიტიკური უწყება მომხდარს ტერაქტის შეფასებას აძლევს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობას „უნამუსობა“ უწოდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გულწრფელი სამძიმარი გამოთქვა რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობათან დაკავშირებით.