სამსახურის შოვნა მაინც და მაინც იოლი საქმე რომ არ არის, ეს ყველამ იცის — ჩვენშიც და უცხოეთშიც. დამსაქმებლები ხშირად ფრიად უცნაურ და, შეიძლება ითქვას, მიუღებელ პირობებსაც კი უყენებენ სამსახურის დაწყების მსურველებს. მაგრამ არსებობს გამონაკლისები — სამაგალითო და მართლაც მისაბაძი გამონაკლისები.
მაგალითად, ტეხასის შტატის ქალაქ აბილინში მაღაზია Lowe’s-მა სამსახურში დაუფიქრებლად მიიღო ახალგაზრდა მამაკაცი და მისი… ძაღლი. ამ ამბავს ადგილობრივმა გაზეთმა
კლეი ლუტი სამხედრო–საჰაერო ძალების ვეტერანია. არმიიდან გათავისუფლების შემდეგ სამსახურის მოძებნა ძალიან გაუჭირდა. საქმე ისაა, რომ მუხლზე გადატანილი რთული ოპერაციის შემდეგ არცთუ იშვიათად სჭირდება დახმარება, ვინაიდან ხშირად ეკვეთება ფეხი და ძირს ეცემა. ამიტომ მუდმივ თანამგზავრად ოქროსფერი რეტრივერი, სახელად „შარლოტა“ მიუჩინეს, ურომლისოდაც კლეი ერთ ნაბიჯსაც არ დგამს.
#mondaymotivation @Lowes YES!!#veteransmatter this is Clay Luthy a vet and his dog https://t.co/PTGmScl1K3 @a219224 @Rivercasino7 ❤️ pic.twitter.com/pDBV56fEVi
— Eve Irving/❤️ (@EveIrving69) December 12, 2016
სწორედ „შარლოტა“ აღმოჩნდა ბევრი კომპანიისთვის მიუღებელი, მაღაზია Love’s-ისთვის კი პირიქით, ძალიან მისაღები.
10 წლის „შარლოტა“ კლეისთან ერთად ყოველდღე დადის სამსახურში და პატიოსნად ათავსებს თავის ძირითად მოვალეობას — პატრონის მეთვალყურეობას მაღაზიაში მუშაობასთან. ადმინისტრაციამ მას სპეცილური ჟილეტიც კი დაუმზადა და ჩააცვა, რითიც სრულუფლებიან თანამშრომლად აღიარა.
Disabled Vet Cant Work Without His Service Dog | https://t.co/rVuW4QoaDV | #ClayLuthy pic.twitter.com/WKbW4a5hdo
— Artarius Media (@ArtariusMedia) December 8, 2016
მაღაზიის კლიენტები გიჟდებიან „შარლოტაზე“, განსაკუთრებით ბავშვები, რომლებიც შანსს არ უშვებენ, რომ არ გაეთამაშონ და მოეფერონ კეთილ და საყვარელ რეტრივერს. ის კი არა, როცა ძაღლისთვის ფრიად საპატიო ასაკში მყოფი „შარლოტა“ იღლება და პირდაპირ მაღაზიის გასასვლელში წამოგორდება ხოლმე დასასვენებლად, საყვედურსაც კი არ ეუბნება არავინ. პირიქით, კლიენტები ღიმილით უვლიან გვერდს და არც საქებარ სიტყვებს აკლებენ და არც თავზე ხელის გადასმას. ამის შესახებ ისინი სოცილურ ქსელებშიც წერენ.
სხვათა შორის, Love’s-მა ამ გადაწყვეტილებით მხოლოდ მოიგო — კიდევ უფრო გაუმრავლდა მყიდველი.
ეს ისტორია არის შესანიშნავი მაგალითი დამსაქმებლის კეთილშობილური და აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებისა, რომელიც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ კეთილი ადამიანები იმაზე მეტნი არიან, ვიდრე ხანდახან გვგონია.