საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად დოლარის გაყიდვა დაიწყო

© photo: Sputnik / Mikhail Kutuzov / გადასვლა მედიაბანკშიაშშ დოლარი
აშშ დოლარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარტის დასაწყისიდან ივნისის დასაწყისამდე პერიოდში, როდესაც ლარის კურსმა მკვეთრი გამყარება დაიწყო, ეროვნულმა ბანკმა 12 აუქციონზე თითქმის 300 მლნ დოლარი შეისყიდა.

თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. სამშაბათს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 40 მლნ დოლარი გაყიდა, ლარის კურსმა დოლართან მიმართებით 2,7823 GEL/$1 შეადგინა.

ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი: ლარის კურსი მოსალოდნელზე უფრო გაუფასურდა

მარტის დასაწყისიდან ივნისის დასაწყისამდე პერიოდში, როდესაც ლარის კურსმა მკვეთრი გამყარება დაიწყო, ეროვნულმა ბანკმა 12 აუქციონზე თითქმის 300 მლნ დოლარი შეისყიდა. თუმცა სექტემბრის შემდეგ ბანკი მხოლოდ ყიდის აშშ დოლარს. ბოლოსწინა აუქციონი 12 ოქტომბერს გაიმართა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოთხშაბათისთვის ლარის ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებით 2,7831 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა, რაც 0,0419 ლარით მეტია სამშაბათის კურსთან შედარებით.

ყველა ახალი ამბავი
0