საქართველოს პრეზიდენტი ბელარუსს 2017 წელს ესტუმრება

გიორგი მარგველაშვილი და ვლადიმირ მაკეი
გიორგი მარგველაშვილი და ვლადიმირ მაკეი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისში ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრ ვლადიმირ მაკეისთან შეხვედრა გამართა.

თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბელარუსს მომავალ წელს ესტუმრება, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მარგველაშვილისა და ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრ ვლადიმირ მაკეის შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ბელარუსს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობის განვითარების მნიშვნელობა.

ვლადიმირ მაკეი - Sputnik საქართველო
მაკეი: ქართული კულტურა ბელარუსში პოპულარულია

გარდა ამისა, მხარეებმა რეგიონში შექმნილი ვითარებაც განიხილეს. ვლადიმერ მაკეიმ ქვეყნის პირველ პირს ბელარუსის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.   

მარგველაშვილმა მაკეის საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა მიულოცა. საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საელჩოს გახსნის ოფიციალური ცერემონია თბილისში ოთხშაბათს  გაიმართება.

საქართველომ და ბელარუსმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 6 იანვარს დაამყარეს.

საქართველოს საელჩო ბელარუსში მინსკის ცენტრში 2007 წელს გაიხსნა.

ყველა ახალი ამბავი
0