რუსი ძალოვანები თურქეთში გაემგზავრნენ

© REUTERS / Osman Orsalთურქეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები რუსეთის საელჩოს შენობასთან პატრულირებენмбуле
თურქეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები რუსეთის საელჩოს შენობასთან პატრულირებენмбуле - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთიდან თურქეთში 18-კაციანი ოპერატიული საგამოძიებო ჯგუფი გაემგზავრა, რომელიც რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობის საქმეს გამოიძიებს.

თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. რუსი ძალოვანები რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობის გამოსაძიებლად თურქეთში გაემგზავრნენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივან დმიტრი პესკოვზე დაყრდნობით.

ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფის შემადგენლობაში სპეცსამსახურების, საგამოძიებო კომიტეტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს 18 თანამშრომელი შედის.

„ჯგუფში სულ 18 კაცი იმუშავებს. ჯგუფი თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში იმოქმედებს, ამის თაობაზე შეთანხმება მიღწეულია რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს ვლადიმირ პუტინსა და რეჯეფ თაიიფ ერდოღანს შორის გუშინ გამართული სატელეფონო საუბრის დროს“, — განაცხადა პესკოვმა.

ვლადიმირ პუტინმა ამ მკვლელობასთან დაკავშირებით განაცხადა: „ჩვენ უნდა ვიცოდეთ, მკვლელის ხელს ვინ მართავდა“.

თურქეთის პოლიცია არტ-გალერეასთან კარლოვზე თავდასხმის შემდეგ - Sputnik საქართველო
ანკარაში მოკლული რუსეთის ელჩის ცხედარს სამშობლოში გადაასვენებენ

პუტინმა მომხდარს „მზაკვრული მკვლელობა“ და პროვოკაცია უწოდა, რომელიც თურქეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სირიაში ვითარების დარეგულირების ხელის შეშლისკენაა მიმართული.

შეიარაღებული თავდასხმა ანდრეი კარლოვზე ანკარაში ფოტოგამოფენის გახსნის ცერემონიაზე ორშაბათს მოხდა. დამნაშავემ რუსეთის ელჩს ზურგში რამდენჯერმე ესროლა, ჭრილობები სასიკვდილო აღმოჩნდა.

მოწმეთა ჩვენებით, მკვლელი საგამოფენო დარბაზში ჰალსტუხითა და საქმიან კოსტიუმში გამოწყობილი შევიდა და იქ მყოფთ ის ელჩის დაცვის წევრი ეგონათ. თავდასხმის დროს კიდევ სამი ადამიანი დაშავდა.

საპოლიციო ოპერაციის შედეგად თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. ის მევლუთ მერთ ალთინთაში აღმოჩნდა, რომელიც 2,5 წლის მანძილზე პოლიციაში მუშაობდა.

ყველა ახალი ამბავი
0