ვახტანგ მაისაია ბერლინის ტერაქტთან „ისლამური სახელმწიფოს“ კავშირს არ გამორიცხავს

© თ. ჩოჩუაექსპერტი ვახტანგ მაისაია
ექსპერტი ვახტანგ მაისაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბერლინის ტერაქტის უკან შესაძლო „ისლამური სახელმწიფო“ იდგეს, მიაჩნია სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას.

ნატა პატარაია

ბერლინის ცენტრში, ბრაითშაიდპლაცზე, კაიზერ ვილჰელმის ეკლესიასთან ახლოს გამართულ საახალწლო ბაზრობაზე ხალხის მასაში პოლონეთის სახელმწიფო ნომრების მქონე სატვირთო ავტომობილი შევარდა. ტრაგედიას 12 ადამიანი ემსხვერპლა, 50-ზე მეტი კი დაშავდა.

„ისლამურმა  სახელმწიფომ“ აიღო პასუხისმგებლობა მრავალ ტერაქტზე, მათ შორის, იორდანიაში, ქაიროში, სტამბულში განხორციელებულ ტერაქტებზეც და ალბათ ბერლინზეც ისინი იქნებიან პასუხისმგებლები“, — აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.

სამხედრო ექსპერტის თქმით,  ეს ტერორისტული ორგანიზაცია  გერმანიის მთავრობას ტერაქტებით ჯერ კიდევ მიმდინარე წლის  მარტში დაემუქრა, მაგრამ ზაფხულში სირიაში მისმა წარუმატებლობამ ეს პროცესი შეაფერხა.

ბერლინში ტერაქტი მოხდა - Sputnik საქართველო
ტერაქტი ბერლინის ცენტრში: ბოლო ინფორმაცია

თვითმხილველთა თქმით, მუქი ფერის სატვირთო ავტომობილი საახალწლო ბაზრობის ტერიტორიაზე დაახლოებით 20:00 საათზე შევარდა, რომელიც ხალხს ჭყლეტდა და სავაჭრო პავილიონებს ანგრევდა.

სატვირთოს მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მაგრამ, ბერლინის პოლიციის მონაცემებით, ის დააკავეს. ამჟამად ეჭვმიტანილი დაკითხვაზეა. მეორე ადამიანი, რომელიც სატვირთო მანქანის სალონში იმყოფებოდა, დაიღუპა.

პოლიცია ადასტურებს, რომ ხალხზე შეტევის განხორციელება დაგეგმილი იყო, მაგრამ მომხდარს ტერაქტის შეფასებას არ აძლევს, ვინაიდან სატვირთოს მძღოლის მოტივი ჯერ კიდევ დაუდგენელია.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ საჭესთან, სავარაუდოდ, ავღანეთიდან ან პაკისტანიდან დევნილი იჯდა, ხოლო მის გვერდით პოლონეთის მოქალაქე იმყოფებოდა, რომელიც ამ ავტომობილის მძღოლად მუშაობდა.

ყველა ახალი ამბავი
0