ჟურნალისტი გასვიანი ცემაში პოლიციის თანამშრომელს ადანაშაულებს

© photo: Giorgi Gasviani / FBტელეკომპანია „იბერია ტვ-ს“ ჟურნალისტი გიორგი გასვიანი
ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს“ ჟურნალისტი გიორგი გასვიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასვიანი ამბობს, რომ სამთაგან ერთ-ერთი, რომელმაც პოლიციის თანამშრომლად წარუდგინა თავი, იარაღით დაემუქრა მას, რომ მომხდარი ფაქტი მეორე დღეს პოლიციაში არ გაემხილა.

თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. ტელეარხ „იბერია ტვ-ს“ წამყვანი გიორგი გასვიანი პოლიციის თანამშრომელ ვინმე მიხეილ ხუციშვილს ცემაში სდებს ბრალს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "Новости-Грузия".

გასვიანის თქმით, ინციდენტი ბორჯომში მოხდა კვირა ღამით. ჟურნალისტი ირწმუნება, რომ ის სამმა ადამიანმა სცემა. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია „სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალის ან იარაღის გამოყენებით გადამეტებისა“ და ასევე „ძალადობის“ მუხლებით.

„ჩამიტარდა დნმ ექსპერტიზა. ამიღეს 2 გრამი სისხლი იმისათვის, რომ [ტანსაცმელზე] დარჩენილი დნმ დაედგინათ. ექსპერტიზა ბორჯომის საავადმყოფოში ჩამიტარდა საქმის გამომძიებლის თანდასწრებით“, — აღნიშნა გასვიანმა.

გამოძიების ფარგლებში, რომელსაც პროკურატურა აწარმოებს, დაიკითხა გასვიანის მიერ დასახელებული სამი პირი.

გარდა ამისა, საქმეში მალე დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ჩაერთვება, რომელიც ალტერნატიულ ექსპერტიზას ჩაატარებს.

რაც შეეხება დეტალებს, გასვიანის თქმით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ის საკუთარი ავტომობილით სასტუმრო Crowne Plaza Borjomi-სკენ გზის გაკვლევას ცდილობდა. ავტომობილი მოყინულ გზაზე მოცურდა და ის მანქანიდან გადმოვიდა, რა დროსაც მასთან სამი მამაკაცი მივიდა, რომლებმაც ცემა დაუწყეს.

საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
ჟურნალისტის ცემის საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა

გასვიანი ამბობს, რომ სამთაგან ერთ-ერთი, რომელმაც პოლიციის თანამშრომლად წარუდგინა თავი, იარაღით დაემუქრა მას, რომ მომხდარი ფაქტი მეორე დღეს პოლიციაში არ გაემხილა.

ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ აღნიშნული პირების აგრესია იმან გამოიწვია, რომ მის მოცურებულ მანქანას მათი ახლოს მდგარი ავტომობილის დაზიანება შეეძლო.

მომხდარი ფაქტის გამოძიებისა და პოლიციელის დასჯისკენ შსს-ს, თავის მხრივ, ტელეკომპანია „იბერია TV-მაც“ მოუწოდა და გადაცემაში მიიწვია შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, რათა პირდაპირ ეთერში ყველა იმ კითხვაზე გაეცა პასუხი, რომელიც გიორგი გასვიანის შესაძლო ცემის ფაქტს უკავშირდება.

მღებრიშვილი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ თუ პოლიციელის ბრალეულობა დადასტურდა, დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება.

ყველა ახალი ამბავი
0