ჩავუშოღლუმ თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობის მიზანი დაასახელა

© photo: Sputnik / Максим Блинов / გადასვლა მედიაბანკშიმევლუთ ჩავუშოღლუ
მევლუთ ჩავუშოღლუ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოფიციალური ანკარა დარწმუნებულია, რომ რუსეთის ელჩის მკვლელობის მიზანი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების წინსვლის კომპრომეტირება იყო.

თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობის ძირითად მიზნად რუსულ-თურქული ურთიერთობებისთვის ზიანის მიყენება დაასახელა.

„როგორც რუსეთში, ისე თურქეთში კარგად ცნობილია, რომ თავდამსხმელთა ძირითადი მიზანია რუსულ-თურქული ურთიერთობებისთვის ზიანის მიყენება და ბოლო პერიოდში ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით მიღწეული წარმატებების კომპრომეტირება“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან გამართულ შეხვედრაზე მოსკოვში, სადაც ის დღეს ჩაფრინდა.

მისი განცხადებით, მოსკოვმა და ანკარამ „ამ დანაშაულის ორგანიზატორებს მათი მიზნის მიღწევაში ხელი უნდა შეუშალონ“.

თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობას ლავროვმა საშინელი ტრაგედია უწოდა - Sputnik საქართველო
თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობას ლავროვმა „საშინელი ტრაგედია“ უწოდა

მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობაში დამნაშავე პირების ვინაობა დადგინდება და ისინი სათანადოდ დაისჯებიან.

„ვალდებული ვართ დავადგინოთ, ვინ დგას ამ საშინელი დანაშაულის უკან, დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალებით მივაღწევთ ამას“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

შეიარაღებული თავდასხმა ანდრეი კარლოვზე ანკარაში ფოტოგამოფენის გახსნის ცერემონიაზე ორშაბათს მოხდა. დამნაშავემ რუსეთის ელჩს ზურგში რამდენჯერმე ესროლა, ჭრილობები სასიკვდილო აღმოჩნდა.

მოწმეთა ჩვენებით, მკვლელი საგამოფენო დარბაზში ჰალსტუხით, საქმიან კოსტიუმში გამოწყობილი შევიდა და იქ მყოფთ ელჩის მცველი ეგონათ.

პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.

ყველა ახალი ამბავი
0