რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობაზე ისაუბრა და რუს ხალხს მადლობა გადაუხადა თანადგომისთვის და ყვავილებისთვის, რომლებიც მათ მოსკოვში ღამით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მიიტანეს.
ანკარაში ფოტოგამოფენაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა თურქეთში რუსეთის ელჩ ანდრეი კარლოვზე. ელჩმა სასიკვდილო ჭრილობები მიიღო.
რუსეთის საგარეოპოლიტიკურმა უწყებამ მომხდარს ტერაქტის შეფასება მისცა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის ელჩის მკვლელობას „უნამუსობა“ უწოდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამძიმარი გამოთქვა თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობასთან დაკაშირებით.