საქართველოს პრეზიდენტი: დიპლომატზე თავდასხმა დაუშვებელია

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფოს მეთაურის აზრით, დიპლომატის მკვლელობა აღმაშფოთებელი ფაქტია ცივილიზებული სამყაროსათვის.

თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გმობს თურქეთში რუსი დიპლომატის მკვლელობას, განაცხადა ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ.

შეიარაღებული თავდასხმა ანდრეი კარლოვზე ანკარაში ფოტოგამოფენის გახსნის ცერემონიაზე ორშაბათს მოხდა. თავდასხმის შემდეგ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, 40 წუთის მერე კი ექიმებმა მისი გარდაცვალების შესახებ განაცხადეს.

„პრეზიდენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბერლინსა და ანკარაში მომხდარ ტერაქტებთან დაკავშირებით. ტერორიზმის გზით ანგარიშსწორება უდანაშაულო ადამიანებზე, თავდასხმა დიპლომატზე არის სრულიად მიუღებელი, აღმაშფოთებელი და დასაგმობი სრულიად ცივილური სამყაროსთვის. ტერორიზმი სენია, რომელსაც კაცობრიობა გაერთიანებული ძალისხმევით უნდა აღუდგეს“, — განაცხადა მიშველაძემ.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილმა ბერლინის ტერაქტი დაგმო

სახელმწიფოს მეთაური დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს თანადგომას უცხადებს, დაამატა მან.

მოსკოვი მომხდარ ფაქტს ტერორისტული აქტის კვალიფიკაციას ანიჭებს. მოწმეთა ჩვენებით, მკვლელი საგამოფენო დარბაზში ჰალსტუხითა და საქმიან კოსტიუმში გამოწყობილი შევიდა და იქ მყოფთ ის ელჩის დაცვის წევრი ეგონათ. თავდასხმის დროს კიდევ სამი ადამიანი დაშავდა. ბოროტმოქმედი პოლიციამ ადგილზევე მოკლა.

გუშინ ბერლინში სატვირთო ავტომობილი საშობაო ბაზრობაზე შეიჭრა, სადაც 12 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ქვეყნის ხელისუფლებამ მომხდარს ტერაქტი უწოდა.

ყველა ახალი ამბავი
0