თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეძრწუნებულია ტრაგედიით, რომელიც წუხელ ბერლინის საახალწლო ბაზრობაზე მოხდა.
სატვირთო ავტომობილი ბერლინის საახალწლო ბაზრობაზე შეკრებილებში შეიჭრა, რის შემდეგაც მძღოლი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.
ბერლინის პოლიციის პრეს-სამსახურმა „ტვიტერზე“ გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ ტერაქტის შედეგად დაიღუპა 12 და დაშავდა 50 ადამიანი.
„შეძრწუნებული ვარ მომხდარით და დიდ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. ცივილიზებულ მსოფლიოს მუქარის არ ეშინია. ჩვენ არ გვეშინია სისასტიკის. მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ მივაღწევთ მშვიდობას და ადამიანები შიშის გარეშე იცხოვრებენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში“, — წერს გიორგი კვირიკაშვილი საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე.