LIVE: მოკლული ელჩის, ანდრეი კარლოვის ცხედრის რუსეთში გადასვენების ცერემონია

გამოწერა

ანკარაში მოკლული რუსი ელჩის, ანდრეი კარლოვის ცხედარს სამშაბათს გადაასვენებენ სამშობლოში. ანკარის აეროპორტში გლოვის ცერემონიაში მონაწილეობენ თურქეთის მთავრობის წევრები.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ანკარაში ერთ-ერთ ქუჩას რუსეთის ელჩის სახელი დაერქმევა - Sputnik საქართველო
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ანკარაში ერთ-ერთ ქუჩას რუსეთის ელჩის სახელი დაერქმევა
ანდრეი კარლოვზე შეიარაღებული თავდასხმა გუშინ ანკარაში, თანამედროვე ხელოვნების ცენტრში მოხდა გამოფენაზე სახელწოდებით "მოგზაურის თვალით დანახული რუსეთი". თავდასხმის შემდეგ ელჩი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც 40 წუთის შემდეგ ექიმებმა მისი სიკვდილის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია.
მოსკოვი მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაციას ანიჭებს. თვითმხილველთა მტკიცებით, მკვლელი საგამოფენო შენობაში შევიდა საქმიანი კოსტიუმით და ჰალსტუხით, ამიტომ ის ელჩის დაცვის წევრად მიიჩნიეს. თავდასხმის დროს დაშავდა კიდევ სამი ადამიანი. მოგვიანებით ბოროტმოქმედი პოლიციამ მოკლა.
ყველა ახალი ამბავი
0