უმაღლესმა საბჭომ აჭარის ახალი მთავრობა დაამტკიცა

© Government of Adjaraაჭარის მთავრობა
აჭარის მთავრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარაში ხმათა უმრავლესობით მთავრობის განახლებული შემადგენლობა დამტკიცდა.

თბილისი, 19 დეკემბერი– Sputnik. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ნდობა გამოუცხადა აჭარის მინისტრთა განახლებულ კაბინეტს ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით.

უმაღლესი საბჭოს 21 დეპუტატიდან 14-მა აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარი დაუჭირა, ოპოზიციურ ფრაქციებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს აჭარის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილების აღსრულებას შეუდგა, მთავრობას შეუჩერდა მისი უფლებამოსილება.

ზურაბ პატარაძე - Sputnik საქართველო
აჭარის მთავრობას კვლავ ზურაბ პატარაძე უხელმძღვანელებს

აჭარაში სულ ოთხი მინისტრია. ახალ მთავრობაში რამაზ ბოლქვაძემ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პოსტი შეინარჩუნა, ლაშა კომახიძემ კი სოფლის მეურნეობის მინისტრის. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ნუგზარ სურმანიძე ზაალ მიქელაძემ შეცვალა, ხოლო განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე გიორგი თავამაიშვილი ინგა შამილიშვილმა.

საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 14 ხმა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 5, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ – 1 და „გაერთიანებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ“ – 1 ხმა.

ყველა ახალი ამბავი
0