საქართველოსა და აშშ–ის წარმომადგენლებმა თბილისში მოლაპარაკებები გამართეს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო–აშშ–ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის სამუშაო ჯგუფმა განიხილა ორმხრივი თანამშრომლობა განათლების, სპორტისა და კულტურის სფეროებში.

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. თბილისში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში ორშაბათს კულტურისა და ადამიანებს შორის ურთიერთობების საკითხებში ქართულ–ამერიკული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო ჯგუფი საქართველო–აშშ–ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ნაწილია. ამ ჯგუფის ფარგლებში განიხილავენ ქართულ–ამერიკული თანამშრომლობის საკითხებს განათლების, სპორტის, კულტურული ურთიერთგაცვლის, ჯანდაცვის, საზოგადოებასთან ურთიერთობების, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერის სფეროებში.

მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები იყვნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი და აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწე ტომას მელია. მხარეებმა ორი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

აშშ-ის დროშა - Sputnik საქართველო
24 წლის განმავლობაში აშშ საქართველოს 3,7 მლრდ დოლარით დაეხმარა

„აშშ–ის საქართველოსთვის დახმარების ბიუჯეტი გაიზარდა შარშანაც და წელსაც. ეს ნათელი მაგალითია საქართველო–აშშ–ის სტრატეგიული პარტნიორობის წარმატებისა და იმისა, თუ როგორი დადებითი შედეგის მოტანა შეუძლია ორმხრივ თანამშრომლობას“, – განაცხადა მელიამ შეხვედრის შემდეგ.

დავით ზლკალიანმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ მარეების წარმატებული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

საქართველომ და აშშ–მა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 23 აპრილს დაამყარეს. მხარეები აქტიურად თანამშრომლობენ თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, განათლების სფეროებში.

სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას საქართველოსა და აშშ-ს შორის ხელი 2009 წლის 9 იანვარს ვაშინგტონში მოეწერა. ქარტიის ფარგლებში 2009 წლის ივნისში შეიქმნა სხვადასხვა სამუშაო ჯგუფი რიგი მიმართულებებით.

დოკუმენტი ითვალისწინებს პარტნიორული კავშირებისა და თანამშრომლობის გაფართოებას თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიისა და კულტურის სფეროებში.


ყველა ახალი ამბავი
0