საქართველოს პრემიერმა თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობა დაგმო

© photo: Sputnikგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ელჩს ფოტოგამოფნის გახსნაზე დაესხნენ თავს.

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა.

ანდრეი კარლოვი - Sputnik საქართველო
რუსეთის ელჩი თურქეთში თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა

კარლოვზე თავდასხმა ორშაბათს ანკარაში მოხდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ელჩი საჯარო ღონისძიებაზე დაჭრეს და ამის შედეგად გარდაიცვალა. რუსეთის საგარეო უწყება მომხდარს ტერაქტად აფასებს.

„21–ე საუკუნისთვის უპრეცედენტო ძალადობისა და დაპირისპირებების მომსწრენი ვართ. ჩვენ ვდგავართ ცივილიზებული ქვეყნების გვერდით და არასოდეს შევეგუებით ამ უკიდურეს სისასტიკეს. ჩვენი მიზანია მშვიდობა რეგიონში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ სტაბილურობასა და განვითარებას“, – დაწერა პრემიერმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.


ყველა ახალი ამბავი
0