რუსეთის ელჩი თურქეთში თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Илья Питалев / გადასვლა მედიაბანკშიანდრეი კარლოვი
ანდრეი კარლოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ელჩს ფოტოგამოფნის გახსნაზე დაესნენ თავს.

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის თავდასხმის შედეგად გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა.

თურქულმა მასმედიამ მანამდე განაცხადა, რომ კარლოვს ფოტოგამოფენის გახსნისას დაესხნენ თავს და ის მძიმედ დაიჭრა. მოგვიანებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ელჩი ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა.

„ელჩი გამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოდიოდა, ამ დროს გაისმა შეძახილი „ალაჰ აკბარ!“ და დაიწყო სროლა. როგორც ჩანს, ეს ტერაქტი ელჩის წინააღმდეგ იყო მიმართული, რადგა სროლის შემდეგ თავდამსხმელმა გამოფენაზე მყოფთ სალონიდან გასვლის უფლება მისცა. შეტაკება პოლიციასთან გრძელდება“, – განაცხადა თვითმხილველმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ანდრეი კარლოვზე თავდასხმის შესახებ უკვე აუწყეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

ყველა ახალი ამბავი
0