ივანიშვილი ახალ დენდრარიუმში 50 უნიკალური ხის გადარგვას დააფინანსებს

© FB / Bidzina Ivanishviliბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი ბოტანიკური ბაღის მოწყობა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ხარჯებით ხორციელდება.

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. ახალ დენდროპარკში, რომლის მოწყობა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით ურეკში ხორციელდება, 50 უნიკალური სახეობის ხის გადარგვა იგეგმება, იუწყება „ქართუ ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი უძილაური.

საუკუნოვანი ხის გადატანის კადრები - Sputnik საქართველო
ტექნიკური პრობლემების მიუხედავად საუკუნოვანი ხეები ხმელეთზე გადაიტანეს

ახალი დენდროპარკი 60 ჰექტარზეა განთავსებული. აქედან ორ ჰექტარს გიგანტური ხეებისთვის გამოყოფენ. უძილაურის თქმით, ივანიშვილი საკუთარი ხარჯებით აშენებს პარკს, რომელიც საზოგადოებრივი გახდება.

„ზამთრის დადგომასთან ერთად ხეების გადარგვა განახლდა… ძირითადად, ხეების ფასი 5 ათასის (დოლარის) ფარგლებშია. მხოლოდ სამი ხე იქნა შეძენილი 15 ათასად მათი უნიკალურობიდან გამომდინარე, ამას შეიძლება დაემატოს მეოთხე ხეც იმავე ფასში“, — აცხადებს უძილაური გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში.

მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია და ტრანსპორტირება რამდენიმე დღეში დაიწყება.

იაპონური ბაღი - Sputnik საქართველო
თბილისის ბოტანიკურ ბაღში "იაპონური ბაღი" გაიხსნა

„მოგეხსენებათ, ეს მარტივი პროცესი არ არის. ჯერ ხეები სათანადოდ უნდა შეიფუთოს და წესების სრული დაცვით მომზადდეს ტრანსპორტირებისთვის. სხვათა შორის, დიდი ალბათობით, ორი ჭაობის კვიპაროსი ერთად იქნება გადატანილი, რაც იმდენად უნიკალური საინჟინრო პროცესია, რომ ფაქტი შეიძლება გინესის რეკორდების ნუსხაში მოხვდეს“, — აღნიშნა უძილაურმა.

რამდენიმე თვის წინ საქართველოში ივანიშვილთან და იშვიათი ხეების მიმართ მის სიყვარულთან დაკავშირებული სკანდალი აგორდა. შავი ზღვის კურორტ შეკვეთილში დენდროლოგიური პარკის მოსაწყობად ივანიშვილმა სამი მრავალსაუკუნოვანი ხე შეუკვეთა, რომლებიც ციხისძირში უნდა გადაეტანათ. ერთ-ერთი ხის ზღვით გადატანაც კი მოუწიათ, რამაც ქართულ სოციალურ ქსელებში მრავალი ხუმრობა და ოპოზიციის კრიტიკა გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0