თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. საკურა, ტასოტოს (Tasoutou) სტილის ქვის კოშკი და ფუჯის მთის სკულპტურა უკვე ბოტანიკურ ბაღშიც შეგიძლიათ იხილოთ.
ბაღთან ტრადიციულ ალისფერ ხიდს მიყავხართ, რომელზეც მას შედეგ მოხვდებით, თუ ტორიის ჭიშკარს (Torii Gate) გაივლით.
ბაღში ასევე არის ფუჯის მთის სკულპტურა და ფუჯისანის ვულკანური მთის ფერდობებიდან სპეციალურად ჩამოტანილი ლავის ნაწილები, რომელიც იაპონური ბაღის უცვლელ ელემენტს წარმოადგენს.
ბაღში ცნობილ საკურასთან ერთად, შესაძლებელია იხილოთ დეკორატიული ხეები — ბონსაი, კიპარისი, ნაძვი და ნეკერჩხალი.
„დღეს ჩვენს ქალაქს, კერძოდ ბოტანიკურ ბაღს შეემატა კიდევ ერთი ძალიან ლამაზი ღია სივრცე — იაპონური ბაღი. იაპონური ბაღი იაპონიის კულტურის ერთ-ერთი ძირითადი სიმბოლოა. ამ ქვეყნის საბაღო ხელოვნება კი მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს“, — განაცხადა დავით ნარმანიამ.
ბაღის დიზაინი იაპონურ კომპანიას ეკუთვნის. იაპონური ბაღის მოვლისათვისბოტანიკური ბაღის თანამშრომლებმა გადამზადება გაიარეს.