თბილისში 20 დეკემბერს ბელარუსის საელჩო გაიხსნება

© photo: Sputnik / Viktor Tolochkoვლადიმირ მაკეი
ვლადიმირ მაკეი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და მისი ბელარუსელი კოლეგა სამშაბათს თბილისში ბელარუსის საელჩოს გახსნიან.

თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმირ მაკეი სამშაბათს საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახური.

ვიზიტის ფარგლებში 20 დეკემბერს გაიმართება საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საელჩოს გახსნის ოფიციალური ცერემონია, რომელშიც ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას.

ჯანდაცვის სფერო - Sputnik საქართველო
საქართველოს ბელარუსის გამოცდილების გაზიარება სურს ჯანდაცვის სფეროში

მაკეი შეხვდება საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს და საქართველო კათოლიკოს–პატრიარქს ილია მეორეს.

საქართველოში მიმდინარე წლის დასაწყისში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტისას მიღწეულ იქნა შეთანხმება საელჩოს გახსნის შესახებ. აგვისტოს ბოლოს ბელარუსის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა მიხაილ მიატლიკოვმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს რწმუნების სიგელები გადასცა.

ბელარუსში საქართველოს საელჩო 2007 წელს გაიხსნა, ის მინსკის ცენტრში მდებარეობს. საქართველომ და ბელარუსმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 6 იანვარს დაამყარეს.

ყველა ახალი ამბავი
0