თბილისი, 18 დეკემბერი— Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და იტალიური კლუბის "ემპოლის" თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ დუბლი გააფორმა, მისმა გუნდმა კი ანგარიშით 2:0 "კალიარის" მოუგო.
იტალიის ჩემპიონატის მე-17-ე ტურში "ემპოლი" თავის მოედანზე "კალიარის" მასპინძლობდა. ორივე გუნდი სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფება და თითოეულ ქულას მათთვის ოქროს ფასი აქვს.
უკვე მერვე წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს. მჭედლიძემ მიიღო გვიდო მარილუნგოს გადაცემა და გაიტანა გოლი.
მეორე გოლი "ემპოლიმ" 72-ე წუთზე გაიტანა. საჯარიმო დარტყმის გათამაშების მერე მჭედლიძემ ბურთი ისევ მარილუნგოს გადასცა და მერე მისგანვე მიიღო პასი. მჭედლიძემ გარისკა და მახვილი კუთხით დაარტყა. ბურთი მეკარისგან შორეულ ქვედა კუთხეში მოხვდა და მატცის საბოლოო ანგარიშიც დამყარდა.
ამ გამარჯვების შემდეგ "ემპოლის" აქტივში 14 ქულაა და კლუბს გასავარდნ ზონას ხუთი ქულა აშორებს.
უნდა აღინიშნოს, რომ "ემპოლის" შემადგენლობაში ქართველმა თავდამსხმელმა ბოლო ბურთი 2015 წელს გაიტანა, როდესაც მილანის "ინტერის" კარებში დუბლით გამოიჩინა თავი.
ტოსკანას კლუბის სახელით მჭედლიძე 2010 წლიდან თამაშობს. ამ პერიოდში მან 142 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა განახორციელა.