ტრამპი საქართველოში სასტუმროს პროექტის განხორციელებაზე უარს ამბობს

© REUTERS / Mike Segar დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დონალდ ტრამპის ადვოკატმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანში, საქართველოსა და ბრაზილიაში პროექტების პარტნიორებმა ლიცენზირებული შეთანხმებების პირობები არ შეასრულეს.

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. აშშ–ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კომპანია Trump Organization–მა აზერბაიჯანში სასტუმროს მშენებლობის ლიცენზია გააუქმა და ამასვე აპირებს საქართველოშიც, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ ABSNews–ზე დაყრდნობით. 

არჩევნებზე გამარჯვების შემდეგ დონალდ ტრამპმა დახურა ოთხი კომპანია დელავერში, რომლებიც საუდის არაბეთთან იყო დაკავშირებული, ასევე, ტრამპის კომპანიამ რიო–დე–ჟანეიროს ერთ–ერთი სასტუმროს ფასადიდან ტრამპის სახელის მოხსნა გადაწყვიტა.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
ტრამპი ბიზნესს 20 იანვრამდე დატოვებს

ტრამპის ადვოკატმა ალან გარტენმა პარასკევს განაცხადა, რომ პროექტის პარტნიორებმა აზერბაიჯანში, საქართველოსა და ბრაზილიაში ლიცენზირებული შეთანხმების პირობები არ შეასრულეს. 

ამერიკელი მაგნატი და ამჟამად აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს 2012 წელს ეწვია და მონაწილეობა მიეღო „ტრამპ თაუერის“ ორი ცათამბჯენის პროექტის პრეზენტაციაში. თუმცა, 2015 წელს მშენებლობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

„ტრამპ თაუერის“ მშენებლობის დასრულება 2013 წლის დასასრულსა და 2014 წლის დასაწყისში იგეგმებოდა. 2015 წელს ბათუმში პროექტის განხორციელება განუსაზღვრელი დროით გადაიდო. SRG-ში განაცხადეს, რომ მშენებლობა უძრავი ქონების ბაზარზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეჩერდა. 


ყველა ახალი ამბავი
0