რა ბედი ელის ლარს: ექსპერტთა მოსაზრებები

© photo: Sputnik / Stringerლარის კუპიურები
ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო დროს ლარი დოლართან მიმართებით ვარდნას განაგრძობს. ნოემბრის დასაწყისიდან ის 9%–ზე მეტით დაეცა.

უქმეებზე ლარმა მიაღწია ნიშნულს 2,6837 GEL/$1, რაც ახალი ისტორიული მინიმუმია.

საქართველოს მთავრობამ უკვე შეიმუშავა ეროვნული ვალუტის გამყარების გეგმა, რომელშიც მთავარი ადგილი 2017 წლის 1 იანვრიდან გადასახადების გაზრდასა და მათი ცხოვრების შემსუბუქებას უკავია, ვისაც იპოთეკური სესხი აშშ დოლარში აქვს აღებული.

შალვა ნათელაშვილი - Sputnik საქართველო
ქართველი რობინ ჰუდი: ნათელაშვილმა ლარის გადარჩენის ხერხს მიაგნო

საქართველოს ეროვნული ბანკი ამტკიცებს, რომ ლარის კურსის ვარდნა დოლარის ისტორიული ძალით არის გამოწვეული და მსოფლიო მოვლენების გამოძახილია. მთავრობაში აღნიშნავენ, რომ ლარის კურსი ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს არანაირად არ უკავშირდება.

Sputnik საქართველომ“ ლარის შემდგომი ბედის თაობაზე ეკონომიკის ექსპერტებს კითხვებით მიმართა.

ექსპერტი ირაკლი თედორაძე

მოკლევადიან პერსპექტივაში ლარის კურსის გამყარება მოსალოდნელი არ არის. ლარი იმ შემთხვევაში გამყარდება დოლართან მიმართებით, თუ მთავრობა, კორექტივების შეტანით, დედოლარიზაციის პროგრამას განახორციელებს. ამჟამად ის გადასახადების გაზრდით ცდილობს მოსახლეობისგან სავალუტო რეზერვების მიღებას, მაგრამ მოსახლეობას ასეთი შესაძლებლობები არ გააჩნია.

რაც შეეხება კითხვას, გახდება თუ არა დოლარი სამი ლარი, ეს სრულებით შესაძლებელია. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ მოიქცევიან კომერციული ბანკები და ვალუტიც გაცვლის პუნქტები და მიმართავენ თუ არა სპეკულაციებს გაცვლით კურსზე.

ექსპერტი პაატა შეშელიძე

ჩვენ გვაქვს ამგვარი პრობლემა: არიან ადამიანები, რომლებიც განსხვავებულად ხედავენ პრობლემებს და იღებენ გადაწყვეტილებებს. და სწორედ ასეთი ადამიანები ახდენენ გავლენას ლარის კურსზე. ლარი ბუნებრივი მოვლენა არაა – წვიმა ან თოვლი, რომელსაც ვუყურებთ და ველოდებით, როდის გადაიღებს. ამიტომ იქნება დოლარი 3,5 თუ 50 ლარი, კონკრეტულ ქმედებებზე, გადაწყვეტილებებსა და კონკრეტულ ადამიანებზეა დამოკიდებული.

ლარის ხვალინდელი კურსის პროგნოზირება შეუძლებელია. სანამ მთავრობა ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს, ლარის გაუფასურების პროცესი გაგრძელდება, შესაძლოა, ტემპი შენელდეს, მაგრამ პროცესი გაგრძელდება.

ექსპერტი გიორგი კეპულაძე

იმის პროგნოზირებას, გახდება თუ არა დოლარი სამი ლარი, არ შევუდგები, მაგრამ ფაქტია, რომ დოლარი მთელ მსოფლიოში გამყარდა, მათ შორის ჩვენს სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებით, რაც თავისთავად იწვევს ლარის გაუფასურებას დოლართან მიმართებით.

იმის თქმა, როდის დამთავრდება ეს, შეუძლებელია. ამის შესაჩერებლად მთავრობამ მეტი უნდა იმუშაოს ინვესტიციებისა და ვალუტის შემოსვლის თვალსაზრისით, და საჭიროა სტრუქტურული რეფორმა და ეკონომიკის გაჯანსაღება და არა გარე ფაქტორებზე გადაბრალება.

ექსპერტი ლია ელიავა

დოლარი შეიძლება გახდეს სამი ლარიც, ოთხიც და ხუთიც – ეს რეალური პროგნოზია. ლარი, შესაძლოა, ცოტა გამყარდეს, მაგრამ შემდეგ ისევ გააგრძელებს ვარდნას. ეს იქამდე გაგრძელდება, სანამ ეროვნული ბანკი არ მოისურვებს და ვარდნის პროცესს არ შეაჩერებს.

არანაირი სავალუტო პერიპეტიები მსოფლიოში ლარზე არ მოქმედებს, რადგან ჩვენი ეკონომიკა არ არის ინტეგრირებული გარე ვაჭრობაში და ექსპორტიორი არაა, ჩვენ მხოლოდ მოვიხმართ და, შესაბამისად, ლარის კურსზე მხოლოდ ქვეყნის შიგნით კაპიტალის ბრუნვა მოქმედებს. 

თოვლის ბაბუა, უშველე ლარს
თოვლის ბაბუა, უშველე ლარს - Sputnik საქართველო
თოვლის ბაბუა, უშველე ლარს


ყველა ახალი ამბავი
0