ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი შეფერხებით მუშაობს

© courtesy of Tbilisi International Airportაეროპორტი
აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძლიერი ყინვისა და თოვლის გამო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი შეფერხებით მუშაობს.

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. ავიაკომპანია „ვიზეარის“ საჰაერო ხომალდი, რომელიც მემინგენი-ქუთაისის ავიარეისს ასრულებდა, უამინდობის გამო ქუთაისის ნაცვლად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

ქუთაისის აეროპორტში გაუქმებულია სალონიკის დღევანდელი რეისიც. 

თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
ძლიერი ქარის გამო ქუთაისის აეროპორტმა რეისები გადადო

ავიარეისებთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაცია გამოქვეყნდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის „ფეისბუქის“ გვერდზე, რომლის თანახმად ბუდაპეშტიდან თვითმფრინავი აეროპორტში ჩამოფრინდება 18 დეკემბერს, 05:50 სთ-ზე, ხოლო ქუთაისიდან ბუდაპეშტის მიმართულებით გაემგზავრება 06:20 სთ-ზე. რეისი ვარშავიდან ჩამოფრინდება 18 დეკემბერს 06:10 სთ-ზე და გაფრინდება 06:40 სთ-ზე. 

ქუთაისის აეროპორტი 2012 წლის 27 სექტემბერს გაიხსნა. მისი პრიორიტეტია საქართველოს ავიაბაზარზე დაბალტარიფიანი ავიაკომპანიების მოზიდვის ხელშეწყობა და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა როგორც ავიაკომპანიებს, ისე აეროპორტებს შორის.


ყველა ახალი ამბავი
0