თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. გიორგი კვირიკაშვილი დღეს მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში პარაკლისს დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა, ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბარბარობის დღესასწაული ქართველ ხალხს სწორედ ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრიდან მიულოცა.
„დღეს არის ძალიან დიდი დღესასწაული. მახათას მთაზე შენდება ეს უმშვენიერესი ტაძარი, რომლის ზარი დღეს პირველად დაირეკა. მინდა, ყველას მივულოცო ბარბარობა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა ბარბარობის დღესასწაული განსაკუთრებით მიულოცა ბავშვებს და მათ ბედნიერი ბავშვობა უსურვა.
„წმინდა ბარბარე არის ბავშვების მფარველი. მინდა, საქართველოში ყველა ბავშვს ვუსურვო ის, რასაც ბავშვობა ჰქვია, ვუსურვო, სითბოში გაზრდილიყვნენ და ჰქონოდეთ ბედნიერი ბავშვობა", — განაცხადა პრემიერმა.
ქართული მართლმადიდებლური ეკლეია 17 დეკემბერს წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს, ანუ ბარბარობას აღნიშნავს. ბარბარობასთან დაკავშირებით წირვა საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში აღევლინება.მახათას მთაზე მშენებარე ტაძრის ზარები დღეს პირველად დაირეკა. პარაკლისს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები დაესწრნენ.