ფალავნებს ქართულ ჭიდაობაში დღეს გამოავლენენ

გამოწერა
თბილისში ტარდება აბსოლუტური ღია ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში, სადაც ქართველი სპორტსმენების გარდა კიდევ რვა ქვეყნის მოჭიდავეები მონაწილეობენ.

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. დღეს თბილისში, „ნიუ თბილისის“ ფრენბურთის დარბაზში ჩატარდება საქართველოს აბსოლუტური ღია ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში, ნათქვამია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

წლევანდელ ტურნირში ქართველ პორტსმენებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ გერმანიის, რუსეთის, საფრანგეთის, თურქეთის, ირანის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და თურქმენეთის სპორტსმენები. 

ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
ტანტების ცირკი, წამალაშვილის სექცია და კომბალას ისტორია

„წლევანდელი ტურნირი გამორჩეულია, ჩვენ ახალ სიმაღლეზე ავედით და გვინდა, რომ 2016 წლის შეჯიბრება განსაკუთრებულად ჩატარდეს. იქიდან გამომდინარე, რომ ქართველების გარდა რვა ქვეყნის მოჭიდავეები იასპარეზებენ, შემიძლია ვთქვა: წლევანდელი შეჯიბრება უმაღლესი დონისა იქნება“, — განაცხადა ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა გელა ბერუაშვილმა.

ფალავნები ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან: 80 კგ, 90 კგ, 100 კგ და +100 კგ, ხოლო პრიზიორები ფალავანთა ფალავნობისთვის იბრძოლებენ. წონითი კატეგორიების პრიზიორებს გადაეცემათ თანხა (I ადგილი — 3000 ლარი, II ადგილი — 2000 ლარი, III ადგილი — 1000 ლარი), ფალავანთა ფალავნობის გამარჯვებულს კი – ბინა, მეორე ადგილზე გასულს — 10 ათასი ლარი, მესამეზე კი — 5000 ლარი.

ყველა ახალი ამბავი
0