აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მთავრობის დაგეგმილ რეფორმებს მხარს უჭერს

© photo: Sputnikსაქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა ბანკის მხარდაჭერით დაფინანსებულ პროექტებზე იმსჯელეს. იეშიმ ელჰან–კაიალარის განცხადებით, აზიის ბანკი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის დაგეგმილ რეფორმებს.

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს, იეშიმ ელჰან-კაიალარს შეხვდა. 

ნოდარ ხადური - Sputnik საქართველო
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს რეფორმების მხარდასაჭერად 100 მლნ დოლარი გამოყო

მხარეებმა განიხილეს საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით დაფინანსებული პროექტები, ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, წყალმომარაგების სფეროებში. საუბარი შეეხო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების როლს კაპიტალის ბაზრის განვითარებაში, იუწყება პრემიერ–მინისტრის პრეს–სამსახური

გიორგი კვირიკაშვილმა აზიის ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა გააცნო.

იეშიმ ელჰან-კაიალარის განცხადებით, აზიის ბანკი აგრძელებს წარმატებულ თანამშრომლობას საქართველოსთან და მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმებს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის განვითარება და ეკონომიკური ზრდა.

შეხვედრაზე აღინიშნა ADB-ს, როგორც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორის, საქმიანობის მნიშვნელობა. 

2014 წლის ნოემბერში საქართველოს მთავრობასა და აზიის განვითარების ბანკს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას „მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმების მხარდაჭერის შესახებ“. 

ADB საქართველოს 2007 წლიდან უჭერს მხარს. ბოლო მონაცემებით, ADB-ს დახმარებამ საქართველოში 1,9 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. 


ყველა ახალი ამბავი
0