აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს რეფორმების მხარდასაჭერად 100 მლნ დოლარი გამოყო

© Минфин Грузииნოდარ ხადური
ნოდარ ხადური - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობა კაპიტალის ბაზრისა და საპენსიო სისტემის რეფორმირებას აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით გეგმავს.

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოს, შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება-ინკლუზიური ზრდის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს 100 მლნ აშშ დოლარის ოდენობის კრედიტს გამოუყოფს.

შესამაბის დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და აზიის განვითარების ბანკის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში იეშიმ ელჰან კაიალიმ (Yesim Elhan-Kayalar), აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

პროგრამის ძირითადი მიზანია სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების გაზრდის მიზნით, შიდა რესურსების უფრო ეფექტური მობილიზება. პროგრამის ფარგლებში წარმატებით განხორციელდა ისეთი ღონისძიებები, რომელიც უზრუნველყოფს ვალის მართვისა და ფისკალური რისკების შეფასებას, გადაიდგა ნაბიჯები კაპიტალის ბაზრის განვითარების, ასევე საპენსიო რეფორმის განხორციელების მიმართულებით და სხვა.

სატვირთო მანქანები - Sputnik საქართველო
აზიის განვითარების ბანკი საქართველოში სატრანსპორტო პოლიტიკის შემუშავებას დააფინანსებს

აღნიშნული კრედიტი წარმოადგენს 3-წლიანი პროგრამის დამასრულებელ ეტაპს. პროგრამის ფარგლებში, საქართველოსთვის სრულად გამოყოფილ იქნა 250 მლნ აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიანი ფინანსური რესურსი.

შეთანხმებას „მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმების მხარდაჭერის შესახებ“  საქართველოს მთავრობასა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2014 წლის ნოემბერში მოეწერა ხელი.

ADB საქართველოს 2007 წლიდან უჭერს მხარს. ბოლო მონაცემებით, ADB-ს დახმარებამ საქართველოში 1,9 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. მიმდინარე პროგრამების ღირებულება 925 მლნ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0