აზიის განვითარების ბანკი საქართველოში სატრანსპორტო პოლიტიკის შემუშავებას დააფინანსებს

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиსატვირთო მანქანები
სატვირთო მანქანები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყნის სატრანსპორტო პოლიტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტზე სამუშაოდ მოწვეულნი არიან როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ექსპერტები. მთავრობა იმედოვნებს, რომ დოკუმენტის მიღებასთან ერთად, ამ დარგში ინვესტიციები გაიზრდება.

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. აზიის განვითარების ბანკმა ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, საქართველოს 750 ათას დოლარიანი გრანტი გამოუყო სატრანსპორტო პოლიტიკისა  და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, იტყობინება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 

ქვეყნის სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის სრული რეალიზება, საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებაა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს აზიის განვითარების ბანკთან ამ მიმართულებით, განაცხადეს ეკონომიკის სამინისტროში. 

ვახტანგ გორგასალი - Sputnik საქართველო
ყველაზე მეტი ინვესტიცია 2015 წელს ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში ჩაიდო

დოკუმენტის პროექტზე, რომელშიც შენიშვნები და შესწორებები შევიდა, ერთობლივად მუშაობდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები.

სატრანსპორტო პოლიტიკისა და სამოქმედო გეგმის დოკუმენტის განხორციელება ხელს შეუწყობს სატრანსპორტო სექტორის ეფექტური მუშაობის ამაღლებას, ქვეყნის ინტეგრაციას საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში და სატრანსპორტო სფეროში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას, იტყობინება ეკონომიკის სამინისტრო. 


ყველა ახალი ამბავი
0