თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ ქალაქ კაისეიში აფეთქებასთან დაკავშირებით შვიდი ადამიანი დააკავეს, იუწყეა საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „როიტერზე“ დაყრდნობით.
თურქეთის გენერალურმა შტაბმა მანამდე კაისერიში ტერაქტის შესახებ განაცხადა, რომელიც სამხედროების წინააღმდეგ იყო მიმართული. ავტომობილი აფეთქდა ავტობუსთან ახლოს, რომლითაც ჯარისკაცები და ეფრეიტორები მგზავრობდნენ. 13 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 55 – დაიჭრა.
ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა ბინალი ილდირიმმა აღნიშნა, რომ ტერაქტი კაისერში თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.
თურქეთის ვიცე–პრემიერმა ვეისელ ქაინაქმა განაცხადა, რომ კაისერის ტერაქტი, შესრულების მანერით, სტამბულში გასულ შაბათს განხორციელებულ ტერაქტს ჰგავს.
ტერაქტი სტამბულში სტადიონ „ვოდაფონ არენის“ მახლობლად 10 დეკემბერს მოხდა. დაიღუპა 44 ადამიანი, მათ შორის – 37 პოლიციელი. ხელისუფლებამ ტერაქტის ორგანიზებაში ქვეყანაში აკრძალული „ქურთისტანის მუშათა პარტია“ დაადანაშაულა. მოგვიანებით პასუხისმგებლობა ტერაქტზე ქურთულმა რადიკალურმა დაჯგუფება „ქურთისტანის თავისუფლების ქორებმა“ აიღო.