აშშ–ის საგარეო პოლიტიკა შეიცვლება

© REUTERS / Jonathan Ernstდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ–ის საგარეო პოლიტიკა კურსს მას შემდეგ შეიცვლის, რაც ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავისი მოვალეობების შესრულებას შეუდგება.

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. აშშ–ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირობას დებს, რომ შეცვლის საგარეოპოლიტიკურ კურსს და აშშ–ის ეროვნულ ინტერესებზე იზრუნებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

„ჩვენი საგარეო პოლიტიკა ახალ მიმართულებას საჭიროებს“, – განაცხადა ტრამპმა ფლორიდის შტატში თავის მომხრეებთან შეხვედრაზე.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
ტრამპი ბიზნესს 20 იანვრამდე დატოვებს

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „უცხოური სახელმწიფოების გადაკეთების ნაცვლად, ჩვენ ჩვენს ქვეყანას გადავაკეთებთ“.

„ძალიან დიდხანს გადავდიოდით ერთი უპასუხისმგებლო შეჭრიდან მეორეში ქვეყნებში, რომელთა შესახებ უმრავლესობა ჩვენგანს გაგონილიც კი არ ჰქონდა მანამდე, ეს სიგიჟეა და ეს დამთავრდება! ტრამპის ადმინისრაცია, უპირველესად, აშშ–ის ეროვნულ ინტერესებზე იზრუნებს“, – აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპი აშშ–ის პრეზიდენტად 8 ნოემბერს აირჩიეს. პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.


ყველა ახალი ამბავი
0