ბარბარობის დღესასწაულზე მახათას მთაზე ტაძრამდე უფასო ავტობუსები იმოძრავებენ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliეკლესიაში დანთებული სანთლები
ეკლესიაში დანთებული სანთლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრამდე, რომელშიც ზარები პირველად დაირეკება, მსურველებს ვარდების მოედნიდან, რკინიგზის გადასასვლელი ხიდიდან და მეტრო „ვარკეთილიდან“ ავტობუსები მოემსახურება.

თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარის მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ, იუწყება დედაქალაქის მერიის პრეს-სამსახური.

17 დეკემბერს ქართული ეკლესია მართლმადიდებლურ დღესასწაულს — წმინდა ბარბარეს ხსოვნის დღეს, ანუ ბარბარობას აღნიშნავს. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე პარაკლისს გადაიხდის და ბავშვებს დალოცავს.

მსურველებს ვარდების მოედნიდან 8, რკინიგზის გადასასვლელი ხიდიდან 3 და მეტროს სადგურ „ვარკეთილიდანაც“ 3 ავტობუსი მოემსახურება. ავტობუსები თბილისის დროით 10-დან 15 საათამდე იმოძრავებენ.

ილია მეორე - Sputnik საქართველო
საქართველოს პატრიარქმა მშობლებს შვილების დალოცვისკენ მოუწოდა

ამ დღეს პირველად დაირეკება მახათას მთაზე ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ზარები. ტაძარს საძირკველი ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 2011 წლის 12 მაისს ჩაეყარა.

ბარბარობაზე ღვთისმსახურება საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში ჩატარდება. ვინაიდან წმიდა ბარბარე ბავშვების მფარველად მიიჩნევა, ამ დღეს ეკლესიებში განსაკუთრებით ბევრი ბავშვი მიდის.

ამ დღესასწაულისთვის საქართველოში ტრადიციულად აცხობენ ლობიანებს. ჩვეულების თანახმად, ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ იქნება თქვენი მეკვლე ამ დღეს.

საქართველოში წმიდა ბარბარეს ოდითგან მიაგებენ პატივს. მხოლოდ თბილისში მისი სახელობის ოთხი ტაძარი არსებობს, რომელთაგან ერთი ჯერ კიდევ მერვე საუკუნეშია აგებული.

ყველა ახალი ამბავი
0