თბილისის "დინამოდან" საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კიდევ ერთი მოთამაშე წავიდა

© Sputnik / Anna Yarovikovaლადო დვალიშვილი
ლადო დვალიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ჩემპიონატში თბილისის „დინამოს“ წარუმატებელი გამოსვლის მერე კლუბს წამყვანი მოთამაშეები ტოვებენ.

თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. თბილისის "დინამოდან" საქართველოს ფეხბურთის ნაკრების თავდამსხმელი ლადო დვალიშვილი წავიდა.

ჯერჯერობით უცნობია რამ განაპირობა დვალიშვილის წასვლა — იმან, რომ „დინამომ“ ევროთასების საკვალიფიკაციო ტურები ვერ გაიარა, თუ მიზეზი კლუბის გლობალური რეორგანიზაცია იყო.

„ამ ეტაპზე მაქვს რამდენიმე შემოთავაზება. რეალური ვარიანტია პოლონეთიდან. ასევე დამირეკეს ისრაელიდან… რა თქმა უნდა, ორივე ქვეყნის გუნდი უმაღლეს ლიგაში თამაშობს. ვნახოთ, რა და როგორ იქნება", — განაცხადა დვალიშვილმა სპორტული გამოცემა „ლელოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

გიორგი ნავალოვსკი (N22) - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მცველი კლუბის გარეშე დარჩა

ფორვარდს აქვს როგორც პოლონეთში, ისე ისრაელში თამაშის გამოცდილება. 2009-2012 წლებში თავდამსხმელმა ჰაიფას "მაკაბიში" ითამაშა. რაც შეეხება პოლონეთს, ამ ქვეყანაში სამი სეზონის განმავლობაში დვალიშვილს "პოლონიასთვის", "ლეგიასა" და "პოგონისთვის" გაჰქონდა გოლები.

თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში დვალიშვილი მიმდინარე წლის ივლისიდან თამაშობდა.

საქართველოს ნაკრებში თავდამსხმელმა 34 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

მანამდე თბილისის „დინამო“ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეორე მეკარემ ნუკრი რევიშვილმა დატოვა. კლუბის დატოვება მეკარემ იმის გამო გადაწყვიტა, რომ გუნდმა 2017/2018 სეზონის ევროთასების საკვალიფიკაციო ტურები ვერ გაიარა.

ყველა ახალი ამბავი
0