თბილისი, 13 დეკემბერი— Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ძირითადი მარცხენა მცველი გიორგი ნავალოვსკი გუნდის გარეშე დარჩა. ამის შესახებ ბერძნული კლუბის „ვერიას“ ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეებმა ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დაარღვიეს.
კონტრაქტის დარღვევის მიზეზები არ სახელდება.
„ვერიას“ შემადგენლობაში ნავალოვსკიმ რვა მატჩი ითამაშა, ორი საგოლე გადაცემის ავტორი გახდა და სამი გაფრთხილება მიიღო.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ნავალოვსკიმ 23 მატჩში ითამაშა.
სად გააგრძელებს თავის კარიერას ქართველი მცველი, ჯერჯერობით უცნობია.