საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მცველი ბერძნულ კლუბ „ვერიაში“ გადავიდა

© photo: Sputnik / Григорий Сысоев / გადასვლა მედიაბანკშიფეხბურთი
ფეხბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხაბაროვსკის კლუბში გამოსვლის შემდეგ ნავალოვსკი უფრო თბილ საბერძნეთში გადაბარგდა.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მარცხენა მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ ხელი მოაწერა კონტრაქტს კლუბ „ვერიასთან“, რომელიც საბერძნეთის უმაღლეს ლიგაში გამოდის, იუწყება გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდი.

ფეხბურთი. თემურ ქეცბაია. - Sputnik საქართველო
თემურ ქეცბაია კვიპროსის „აპოელს“ უხელმძღვანელებს

შეთანხმება 30 წლის ფეხბურთელსა და კლუბს შორის ერთი წლით გაფორმდა. კონტრაქტის ფინანსური დეტალები ცნობილი არ არის.

გასულ სეზონში ქალაქ ვერიას გუნდმა საბერძნეთის უმაღლეს ლიგაში მე-14 ადგილი დაიკავა.

ნავალოვსკი „ვერიაში“ თავისუფალი აგენტის სახით გადავიდა. ბოლო ნახევარი წელიწადი მცველმა ხაბაროვსკის „სკა ენერგიაში“ (ამჟამად „სკა-ხაბაროვსკი“) გაატარა. 2015-2016-ის სეზონის პირველ ნაწილში ის გორის „დილას“ შემადგენლობაში თამაშობდა.

ყველა ახალი ამბავი
0