თემურ ქეცბაია კვიპროსის „აპოელს“ უხელმძღვანელებს

© Ministry of Sport and Youth Affairs of Georgiaფეხბურთი. თემურ ქეცბაია.
ფეხბურთი. თემურ ქეცბაია. - Sputnik საქართველო
გამოწერა
2007 წლიდან 2009 წლამდე იგი „ანორტოსის“ ხელმძღვანელობდა. მისი ხელმძღვანელობით ფამაგუსტელი კლუბი ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი და თითოჯერ მოიგო კვიპროსის თასი და სუპერ თასი.

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი თემურ ქეცბაია კვიპროსის „აპოელს“ უხელმძღვანელებს. ინფორმაცია ამის შესახებ კლუბის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. 

 ქართველი სპეციალისტის შეთანხმება კვიპროსულ გუნდთან 2 წლიანია. გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ქეცბაიამ დომინგუშ პასიენსი შეცვალა. გინდის ხელმძღვანელობამ პორტუგალიელი მწვრთნელი მას შემდეგ გადააყენა, რაც მან  ვერ შეძლო „აპოელის“ გაყვანა უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე — გუნდმა ორი მატჩის ჯამით ყაზახეთის „ასტანასთან“ წააგო. 

 ქეცბაიას კვიპროსზე მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს. 2007 წლიდან 2009 წლამდე იგი „ანორტოსის“ ხელმძღვანელობდა. მისი ხელმძღვანელობით ფამაგუსტელი კლუბი ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი და თითოჯერ მოიგო კვიპროსის თასი და სუპერ თასი.  გარდა ამისა, 2008/2009 წლის სეზონზე „ანორტოსისი“ თავის ისტორიაში პირველად უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ რაუნდში გავიდა. 

 საქართველოს ნაკრებთან ქეცბაიამ ხუთი წელი იმუშავა და გასული წლის ნოემბერში პოსტი დატოვა, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში,  თბილისის პოლონეთის ნაკრებთან 0:4 წაგების შემდეგ.

 რაც შეეხება „აპოელს“, კვიპროსის მოქმედი ჩემპიონი უეფას ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ, უეფას ევროპის ლიგაში ითამაშებს. კვიპროსელთა მოწინააღმდეგე „კ“ ჯგუფში გერმანული „შალკე-04“, პრაღის „სპარტა“ და ბერძნული „ასტარასი“ იქნებიან. 


ყველა ახალი ამბავი
0