სიტუაცია საქართველოს გზებზე: რუსეთისა და სომხეთისკენ მიმავალი გზები დაკეტილია

© FB / Департамент автомобильных дорогმოძრაობა სამხედრო გზაზე აკრძალულია
მოძრაობა სამხედრო გზაზე აკრძალულია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის საზღვრის მიმართულებით მიმავალი ავტომაგისტრალის ერთ-ერთი მონაკვეთის თოვლისგან გაწმენდა ზვავსაშიშროების გამო ვერ ხერხდება.

თბილისი, 15 დეკემბერი— Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს გზებზე ისევ სპეციალური რეჟიმი მოქმედებს, ამიტომ ქვეყნის ზოგიერთ მაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთის ერთ ნაწილზე (93-99 კმ და 105-107 კმ) გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. მეორე ნაწილზე (100-104 კმ) ზვავსაშიშროების გამო გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება. გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

© FB/ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროგზის გაწმენდითი სამუშაოები გუდაური-კობის მონაკვეთზე
გზის გაწმენდითი სამუშაოები გუდაური-კობის მონაკვეთზე - Sputnik საქართველო
გზის გაწმენდითი სამუშაოები გუდაური-კობის მონაკვეთზე

თოვლისა და ლიპყინულის გამო მლეთა–გუდაურის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის 36-58 კმ (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის 87-106 კმ მონაკვეთზე ანალოგიური რეჟიმი მოქმედებს.

დიდთოვლობა - Sputnik საქართველო
სომხეთ-საქართველოს საზღვრისკენ მიმავალი გზა დაკეტილია

რთული მეტეოროლოგიური პირობების — ძლიერი თოვის, შეზღუდული ხილვადობისა და ქარბუქის გამო  ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების — ძლიერი თოვის, ლიპყინულის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო სომხეთის საზღვრისკენ მიმავალი ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 90-112 კმ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის 1-22 კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0