შტორმი შავ ზღვაზე ფოთის პორტს მუშაობაში ხელს შეუშლის

© photo: Sputnik / Михаил Мордасов / გადასვლა მედიაბანკშიშტორმი
შტორმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შტორმის დასრულების შემდეგ ფოთის პორტში ნავსადგურის შესასვლელი არხის გაწმენდისა და გაღრმავების სამუშაოები ჩატარდება.

თბილისი, 15 დეკემბერი— Sputnik. უამინდობამ ფოთის პორტის მუშაობას პრობლემები შეუმნა, რის გამო გემების მიღებას ბათუმის პორტი განახორციელებს, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.

3 დეკემბერს ღამით ძლიერი შტორმის შედეგად ფოთში ტალღების სიმაღლემ 6 მეტრს მიაღწია. შედეგად, ფოთის ნავსადგურში წყლის სიღრმე 5 მეტრამდე შემცირდა.

„სტიქიიდან გამომდინარე, დღეს ფოთის პორტი სრული წარმადობით ვერ ფუნქციონირებს. ტვირთების ნაწილის გადამისამართება ბათუმის პორტში მოხდა და მათთან 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. თვითონ პორტის ხელმძღვანელობაც აქტიურადაა ჩართული ფოთიდან გადამისამართებული გემების მომსახურების პროცესში“,-განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით ხუციშვილმა.

შტორმი შავ ზღვაზე - Sputnik საქართველო
საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე შტორმი 5 ბალს აღწევს

ამინდის გაუმჯობესების შემთხვევაში ნავსადგურის შესასვლელი არხის გაწმენდისა და გაღრმავების ინტენსიური სამუშაოების დაწყება იგეგმება, რაც ეტაპობრივად გაზრდის ნავსადგურში გემების მიღების შესაძლებლობას. პრობლემის სრული აღმოფხვრა 28 დეკემბრამდეა დაგეგმილი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, შავ ზღვაზე შტორმის ძალა 4 ბალს შეადგენს, ხვალ ღამით კი შტორმი 5 ბალამდე შეიძლება გაძლიერდეს.


ყველა ახალი ამბავი
0