საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე შტორმი 5 ბალს აღწევს

© photo: Sputnik / Сергей Мальгавко / გადასვლა მედიაბანკშიშტორმი შავ ზღვაზე
შტორმი შავ ზღვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შტორმი საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

თბილისი, 8 დეკემბერი— Sputnik. შტორმი საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე უახლოეს დღეებში 4–5 ბალის ფარგლებში იქნება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ გარემოს ეროვნულ სააგენტოზე დაყრდნობით.

„შავ ზღვაზე შტორმი ახლა 4-5 ბალს აღწევს. ასეთი მდგომარეობა ღამითაც შენარჩუნდება. ხვალ შტორმი 3 ბალამდე შესუსტდება, თუმცა შემდეგი ორი-სამი დღის განმავლობაში ისევ 4-5-ბალიან შტორმს ველოდებით“, — განაცხადა სააგენტოს თანამშრომელმა.

გოდერძის უღელტეხილი - Sputnik საქართველო
ამინდი საქართველოში: მაღალ მთაში -23 გრადუსია მოსალოდნელი

გასულ კვირას შტორმმა აჭარის საკურორტო ქალაქებს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. ბათუმში ახალი ბულვარის სანაპირო ზოლი და „ანბანის კოშკის“ მიმდებარე ტერიტორია, ქობულეთში კი ინფრასტრუქტურა — სკამები და ნაგვის ურნები დაზიანდა.

საქართველოში ბოლო დღეებში აცივდა. ქვეყნის უმეტეს რაიონში მოთოვა.

ყველა ახალი ამბავი
0