თბილისი, 7დეკემბერი— Sputnik. საქართველოში უახლოეს დღეებში ყინვა გაძლიერდება. სინოპტიკოსები ძლიერ თოვლსა და მაღალ მთაში ჰაერის ტემპერატურის მინუს 23 გრადუსამდე დაცემას გვპირდებიან.
8 დეკემბერი, ხუთშაბათი
დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში მოთოვს, ზოგან ძლიერად. მაღალ მათში ქარბუქია მოსალოდნელი. თოვლი აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც არის მოსალოდნელი. ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ქარი წამში 17-22 მეტრამდე გაძლიერდება.
დასავლეთ საქართველოში როგორც ღამით, ისე დღისით ბარში 0-5 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. მაღალ მთაში ღამით მინუს 15-10 გრადუსი იქნება, დღისით კი მინუს 9-4 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მინუს 5-0 გრადუსი, დღისით მინუს 3 პლუს 2 გრადუსი. მაღალ მთაში ღამით მინუს 15-10 გრადუსია მოსალოდნელი, დღისით კი მინუს 8-3 გრადუსი.
თბილისში ღამით მცირე თოვლი მოვა, დღისით ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. ღამით 0 გრადუსია მოსალოდნელი, დღისით კი პლუს 1 გრადუსი.
9 დეკემბერი, პარასკევი
დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექია მოსალოდნელი, ძირითადად, თოვლის სახით. ცვალებადი მოღრუბლულობა. აღმოსავლეთ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს.
დასავლეთ საქართველოში ბარში ღამით მინუს 5-0 გრადუსია მოსალოდნელი, დღისით კი პლუს 2-7 გრადუსი. მაღალ მთაში ღამით მინუს 18-13 გრადუსი იქნება, დღისით კი მინუს 6-1 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მინუს 8-3 გრადუსი, ზოგან ჰაერის ტემპერატურა მინუს 15 გრადუსამდე დაეცემა. დღისით მინუს 3 პლუს 4 გრადუსი. მაღალ მთაში ღამით მინუს 20-15 გრადუსია მოსალოდნელი, ზოგან კი ჰაერის ტემპერატურა მინუს 23 გრადუსს შეადგენს. დღისით კი მინუს 7-2 გრადუსია მოსალოდნელი.
თბილისში ცვალებადი მოღრუბლულობა, ძირითადად, უნალექო ამინდი იქნება. ღამით მინუს 6 გრადუსია მოსალოდნელი. დღისით კი პლუს 4.