პარლამენტმა საკონსტიტუციო კომისია დაამტკიცა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტში წარმოდგენილი 150 დეპუტატიდან 96 ხმით დამტკიცდა დადგენილება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ.

თბილისი, 15 დეკემბერი— Sputnik. პარლამენტმა დაამტკიცა დადგენილება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ. კომისიის თავმჯდომარე პარლამენტის მოქმედი თავჯდომარე ირაკლი კობახიძე იქნება.

საქართველოს ხელისუფლება კონსტიტუციაში შესწორებების შეტანას გეგმავს, რომლებიც პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ბალანსს უზრუნველყოფენ, ასევე საარჩევნო სისტემის ცვლილებები იგეგმება. გარდა ამისა, იგეგმება ქორწინების განმარტების დაზუსტება — რომ ის მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის კავშირს წარმოადგენს.

საკონსტიტუციო კომისიის შექმნას მხარი 150-დან 96-მა დეპუტატმა დაუჭირა. პროცედურების თანახმად, კომისიის შემადგენლობა ხუთი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

„დარწმუნებული ვარ, რომ სუბიექტებს შორის სრული კონსესუსის რესურსი არსებობს. ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, განსაკუთრებით ვენეციის კომისიასთან. ჩვენ გავაკეთეთ ძალიან ამბიციური განაცხადი. აღვნიშნეთ, რომ ერთი ნორმაც თუ იქნება ნეგატიურად შეფასებული ვენეციის კომისიის მიერ, ამ ნორმას არ გავიტანთ და პარლამენტი ასეთ ნორმას არც ერთ შემთხვევაში არ დაამტკიცებს. თუ სამართლებრივად ნეგატიურად შეგვიფასებს თუნდაც ერთ ნორმას ვენეციის კომისია, ეს ნორმა არ იქნება პარლამენტში დამტკიცებული”, — განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს ბანკის სათაო ოფისი - Sputnik საქართველო
ხმალაძე: საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

კომისიაში შევლენ საპარლამენტო უმრავლესობის, ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მთავრობის წარმომადგენლები და ასევე საკონსტიტუციო და უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარეები. პრეზიდენტის ადმინისტრაცია მხოლოდ ცვლილებების საყოველთაო განხილვაში მიიღებს მონაწილეობას.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია მუშაობას მიმდინარე წლის ბოლომდე შეუდგება და საბოლოო პროექტს მომავალი წლის 30 აპრილამდე შეიმუშავებს, რის შემდეგაც პროექტის საყოველთაო სახალხო და საპარლამენტო განხილვები გაიმართება.

წინა საკონსტიტუციო კომისიის უფლებამოსილება, რომელსაც მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა, 2016 წლის მარტში ამოიწურა. კომისია 2013 წლის ოქტომბერში ჩამოყალიბდა, რათა დაბალანსებული სახელმწიფო სისტემა შექმნილიყო, რომელიც კონსტიტუციის გონივრულ გადახედვასა და ადამიანის უფლებების დაცვას უზრუნველყოფდა.


ყველა ახალი ამბავი
0