ხმალაძე: საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

© Facebook / Bank of Georgia"საქართველოს ბანკის" სათაო ოფისი
საქართველოს ბანკის სათაო ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კანონპროექტის თანახმად, რომელსაც მხარი უკვე დაუჭირეს საპარლამენტო კომიტეტებმა, საქართველოს ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სააგენტოს გამოყოფა 1 ივლისს იგეგმება.

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ ცვლილებები კანონში „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“, რომელთა თანახმადაც უნდა შეიქმნას საბანკო ზედამხედველობის სააგენტო, კონსტიტუციას არ შეესაბამება, იუწყება საკანონმდებლო ორგანოს პრეს-სამსახური  პარასკევს, 26 ივნისს. 

კანონპროექტის თანახმად, რომელსაც უკვე დაუჭირეს მხარი საპარლამენტო კომიტეტებმა, საქართველოს ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სააგენტოს გამოყოფა 1 ივლისს იგეგმება. ახალი სტრუქტურის ფუნქცია ფინანსური სტაბილურობისა და ფინანსური სექტორის გამჭვირვალობისთვის ხელშეწყობა უნდა იყოს. 

ხმალაძის განცხადებით, „კონსტიტუციით განსაზღვრული ეროვნული ბანკის ფუნქციები, ინიცირებული პროექტის მიხედვით, გადასულია საფინანსო სექტორის ზედამხედველობის სამსახურის ფუნქციებში.  გარდა ამისა, სააგენტოს საბჭოს ფორმირების მოდელი არ არის ოპტიმალური, შერჩევის კრიტერიუმები უნდა იყოს მკაფიო და იძლეოდეს იმის საშუალებას, რომ საბჭოში მხოლოდ სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირები იყვნენ“, – ნათქვამია განცხადებაში. 

კანონპროექტი, რომლის განხილვაც ოთხი კომიტეტის გაფართოებულ სხდომაზე მოხდ, მონაწილეობას – დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი,  საპროცედური საკითხთა და წესების კომიტეტი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იღებდნენ. საკომიტეტო განხილვების შემდეგ კანონპროექტს პირველი მოსმებით დასამტკიცებლად პლენარულ სხდომაზე. 


ყველა ახალი ამბავი
0