კვირიკაშვილმა იტალიის ახალ პრემიერს წარმატებები უსურვა

© Sputnik / Anna Yarovikovaკვირიკაშვილი
კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საქმეში პაოლო ჯენტილონის დიდი წვლილი აღნიშნა.

თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პაოლო ჯენტილონის იტალიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს და წარმატებულ საქმიანობას უსურვებს.

მისალოც წერილში, რომელიც გიორგი კვირიკაშვილმა იტალიელ კოლეგას გაუგზავნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პაოლო ჯენტილონის თბილისში ვიზიტს იხსენებს, რომელიც ამა წლის ნოემბერში შედგა. მაშინ იტალიელი პოლიტიკოსი საქართველოს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში ეწვია. კვირიკაშვილის შეფასებით, ამ ვიზიტს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.

 „ჩვენ დიდად ვაფასებთ იტალიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, ასევე თქვენს მნიშვნელოვან დახმარებას ჩვენი შიდა რეფორმების განხორციელებაში და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხორცშესხმაში”, — ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის წერილში, რომელიც მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ქართველი ქირურგი-ოფთალმოლოგი მიხეილ ომიაძე ოპერაციის დროს - Sputnik საქართველო
ქართველი ქირურგი პირდაპირ ეთერში: იტალიაში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა

„დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობა ახალ მნიშვნელობას შეიძენს და გაჩნდება ბიძგი, რომელიც გამორჩეულად სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნებისათვის. მჯერა, თქვენი ლიდერობით, ახალი მთავრობა წარმატებით მიაღწევს იტალიის მიზნებს“, — დასასრულს აღნიშნა კვირიკაშვილმა.

იტალიის ახალმა მთავრობამ პაოლო ჯენტილონის მეთაურობით 13 დეკემბერს ქვეყნის ეროვნული პარლამენტის დეპუტატთა პალატის ნდობა მოიპოვა. პრემიერის პოსტზე ის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ წარადგინა.

ჯენტილონი იტალიის საგარეო პოლიტიკურ უწყებას 2014 წლის ოქტომბრიდან ხელმძღვანელობდა. ახლა მას ამ თანამდებობაზე ანჯელინო ალფანო ცვლის.


ყველა ახალი ამბავი
0