საქართველო და სომხეთი ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობას გააღრმავებენ

© FB / Георгий Квирикашвили გიორგი კვირიკაშვილილ და ვაჰან მარტიროსიანი
გიორგი კვირიკაშვილილ და ვაჰან მარტიროსიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და სომხეთის მთავრობები ინფრასტრუქტურისა და საბაჟო-გამშვები პუნქტების ერთობლივი პროექტებით დაინტერესდნენ.

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და  სომხეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრმა ვაჰან მარტიროსიანმა ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

გიორგი კვირიკაშვილი და სერჟ სარქისიანი - Sputnik საქართველო
საქართველოსა და სომხეთის ლიდერებმა შეხვედრა საზღვარზე გამართეს

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა დღეს საქართველოს სამთავრობო ადმინისტრაციის შენობაში გაიმართა.  შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალსა და საბაჟო-გამშვებ პუნქტებთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურულ საკითხებზე.

„შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე დაესწრნენ“, — ნათქვამია მთავრობის მეთაურის პრესსამსახურის განცხადებაში.

საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.

მიმდინარე წლის ნოემბერში სომხეთ-საქართველოს საზღვარზე განახლებული სასაზღვრო-გამშვები პუნქტის „ბაგრატაშენის“ ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. ქართული მხრიდან ამ საზღვარზე მოქალაქეებს საბაჟო-გამშვები პუნქტი „სადახლო“ ემსახურება.

ამ დროისათვის სომხეთთან საზღვარზე ოთხი საბაჟო-გამშვები პუნქტი მოქმედებს: „ნინოწმინდა“, „გუგუთი“, „ახკერპი“ და „სადახლო“.

ყველა ახალი ამბავი
0