პატიმრების წამება ზუგდიდში: ბრალდებული არიან საპატიმროს ყოფილი თანამშრომლები

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროკურატურა ზუგდიდის საპატიმროში მსჯავრდებულების მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომლებს სდებს ბრალს.

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. ზუგდიდის საპატიმროს ყოფილი თანამშრომლები 2009-2012 წლებში პატიმრების წამებისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს, აღნიშნულია ქვეყნის მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურის ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ზუგდიდის საპატიმროს ოთხი თანამშრომელი პატიმრებს დამამცირებლად ეპყრობოდნენ. როგორც ჩანს, ეს მანამდე ხდებოდა, სანამ საქართველოში „ციხის სკანდალი“ დაიწყებოდა.

აღნიშნული პირები დაწესებულებაში შეყვანისთანავე პატიმრებს აიძულებდნენ გაშიშვლებას, შემდეგ კი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რათა შანტაჟითა და მუქარით პატიმრებს თანამშრომლობაზე თანხმობა განეცხადებინათ.

პატიმარი - Sputnik საქართველო
ციხის მცველობიდან პატიმრობამდე: განაჩენი დამცირებისთვის

ასევე, პატიმრებს შეზღუდული ჰქონდათ ოჯახის წევრებთან სატელეფონო საუბრის უფლება, ოჯახის წევრებთან პაემნების ხანგრძლივობა, სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა, სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან ურთიერთობა და საჩივრების მათთვის სასურველ დაწესებულებაში გაგზავნის შესაძლებლობა, ასევე ძილისთვის  და გასეირნებისთვის განკუთვნილი დრო.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის მუხლით „მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლება შეზღუდული პირის მიმართ დამცირება, არაადამიანური, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს მათ“. მუხლი ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ეს საქართველოს საპატიმროების თანამშრომლების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის პირველი შემთხვევა არ არის.

2012 წელს ქართულ ტელეარხებზე გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც პატიმრების წამების შოკისმომგვრელი კადრები იყო აღბეჭდილი. ე.წ. ციხის სკანდალის შემდეგ პატიმრების წამების საქმეზე ბევრი ადამიანი დააკავეს.

ყველა ახალი ამბავი
0