საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტანს შესაძლოა ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს

© ФФГჯაბა კანკავას მაისური
ჯაბა კანკავას მაისური - Sputnik საქართველო
გამოწერა
მუცლის არეში ძლიერი ტკივილების გამო ჯაბა კანკავა ამ წლის ბოლო მატჩს გამოტოვებს.

თბილისი, 13 დეკემბერი— Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტანსა და ფრანგული „რეიმსის“ ნახევარმცველს ჯაბა კანკავას შესაძლოა ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს, იუწყება კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

ნახევარმცველს მუცლის არეში პრობლემები გაუჩნდა, რის გამოც მან საფრანგეთის მეორე ლიგის მე-18 ტურის მატჩი „ორლეანის“ წინააღმდეგ გამოტოვა.

ჯაბა კანკავა - Sputnik საქართველო
კანკავა ირლანდიისა და უელსის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს

„რეიმსის“ სამედიცინო შტაბის განცხადებით, კანკავა ამ წლის ბოლო მატჩსაც გამოტოვებს, რომელიც „ტრუას“ წინააღმდეგ 19 დეკემბერს გაიმართება.

გუნდის ექიმებმა განაცხადეს, რომ დეტალური სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას — ჩაუტარდეს კანკავას ოპერაცია თუ არა. 

კანკავას ჯანმრთელობის პრობლემები ზაფხულშიც ჰქონდა. სამ თვეზე მეტხანს ის მოედანზე არ გამოსულა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მან 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის შესარჩევი სამი მატჩი გამოტოვა. 

ყველა ახალი ამბავი
0